გაყიდვების კონსულტანტი
კომპანიის შესახებ:
Midea Group მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
Midea Caucasus - ბათუმის ოფისი მომხმარებლებს გათბობისა და გაგრილების სისტემების ფართო არჩევანს, პროფესიონალურ კონსულტაციასა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
ჩვენი გუნდი ეძებს გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქციის შერჩევაში და უზრუნველყოფს მათთვის სასიამოვნო მომსახურების პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევა;
- პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა;
- გაყიდვების პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის სურვილი;
- გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ხელვაჩაური;
- გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-19:00;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: გაყიდვების კონსულტანტი - ხელვაჩაური.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.