Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

TEKH038H Posted 7 Nov Views: 0

მაღაზიის მენეჯერი - Bata / Bambino / Scarpiera / Corso Italia

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი

Negotiable Apply by 12 Nov
Continue to the original listing ↗

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე გორში (Bata, Bambino, Scarpiera, Corso Italia).

პოზიციის ძირითადი მიზანი სავაჭრო ობიექტის კომერციული და საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანი მართვა, გაყიდვების გეგმისა და დადგენილი მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, გუნდის განვითარება და მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა. მაღაზიის რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის გზით, სავაჭრო ობიექტის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვის გეგმის შესრულების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები

  • მაღაზიის კომერციული საქმიანობის მართვა, გაყიდვების გეგმისა და დადგენილი კომერციული მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა.
  • მაღაზიის პერსონალის მართვა და განვითარება, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება, მოტივაციისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
  • მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • სასაქონლო მარაგების მართვა, პროდუქციის მიღების, განთავსების, გადაადგილებისა და ინვენტარიზაციის პროცესებზე პასუხისმგებლობა.
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მართვა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა.
  • სალარო ოპერაციებისა და ფინანსური პროცედურების მართვა, დადგენილი სტანდარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა.
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების, პროდუქციის განთავსების, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მართვის უზრუნველყოფა.
  • მაღაზიის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების, კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

უნარები და პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თელავი, რუსთავსა და ზუგდიდში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://corso.selfrecruit.ge/s/M51cx

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post