Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

W3D8YAWP Posted 14 Nov Views: 5

ფინანსურ მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 28) Apply by 12 Dec

შპს „ონიქს კორპორეიშენი“ ეძებს ფინანსურ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური სტაბილურობის, მდგრადი ზრდისა და ეფექტური რესურსების მართვის სისტემურ განვითარებას. პოზიცია ითვალისწინებს ფინანსური სტრატეგიის განსაზღვრას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მენეჯმენტის მხარდაჭერას მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პირობები

  • სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18:00;
  • ლოკაცია: ქ. თბილისი, დ/დიღომი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიისა და პოლიტიკის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით;
  • ფულადი ნაკადების (Cash Flow) ეფექტური მართვა და კონტროლი;
  • ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია და ხარჯების ეფექტური მართვა;
  • ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება (IFRS სტანდარტების შესაბამისად);
  • ფინანსური მაჩვენებლების (KPIs) მონიტორინგი და შესრულების შეფასება;
  • აუდიტორულ კომპანიებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა.
  • საგადასახადო ვალდებულებების მართვა და შესაბამისობის კონტროლი;
  • აქტიური მონაწილეობა კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • მენეჯმენტისთვის სტრატეგიული ფინანსური რეკომენდაციების მომზადება;
  • კაპიტალის მართვა და რესურსების ეფექტიანი გადანაწილება;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და მართვა;
  • ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და რისკების მინიმიზაციის ღონისძიებების დანერგვა;
  • ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
  • რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური რისკების მართვისა და შიდა კონტროლის მექანიზმების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ძლიერი ფინანსური ანალიტიკის უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
  • გუნდების მართვისა და სტრატეგიული ფინანსური პროცესების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენის კარგი ცოდნა (სავალდებულოა).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post