Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

W8H14SQQ Posted 9 Nov Views: 0

კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი

Profy external listing
₾900 / month Apply by 10 Dec
Sign in and apply

"PROFY" ეს არის ინოვაციური სტარტაპ კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ხარისხიან სერვისს დალაგებისა და ხელოსნის მომსახურების კუთხით.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://profy.ge/

კომპანია "Profy" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #54 სამუშაო გრაფიკი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + კვარტლური ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის წერილობით და სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის კლიენტთა დახმარება, ინფორმაციის გამართულად მიწოდება კომპანიის პროდუქტის გამოყენების გასამარტივებლად;
  • კლიენტებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა, დახმარების აღმოჩენა, როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით;
  • კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება;
  • მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტს;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი"

შპს "ჰოუმჯინში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰოუმჯინის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post