Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

XB43GX6A Posted 9 Nov Views: 4

ოფისის მენეჯერი

Glass Work external listing
Negotiable Apply by 10 Dec
Sign in and apply

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა) სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება, დაარქივება და კონტროლი;
  • ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერილობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
  • თათბირებისა და დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაწილეებისთვის დროის და დღის წესრიგის გაცნობა);
  • შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლებისა და დირექტორატის მივლინებების ორგანიზება: სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება, თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, დაზღვევის პოლისების მართვა;
  • კომპანიის მომარაგება ტექნიკური, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით. მათი მიღება, კონტროლი, შენახვა და გაცემა;
  • საოფისე ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების მდგომარეობის კონტროლი. რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა პრობლემის აღმოსაფხვრელად;
  • ოფისის ინტერიერის და ექსტერიერის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
  • მენეჯმენტისა და სტუმრების ყავითა და ჩაით უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • კომუნიკაციის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post