კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
"PROFY" ეს არის ინოვაციური სტარტაპ კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ხარისხიან სერვისს დალაგებისა და ხელოსნის მომსახურების კუთხით.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://profy.ge/
კომპანია "Profy" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #54 სამუშაო გრაფიკი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + კვარტლური ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის წერილობით და სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის კლიენტთა დახმარება, ინფორმაციის გამართულად მიწოდება კომპანიის პროდუქტის გამოყენების გასამარტივებლად;
- კლიენტებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა, დახმარების აღმოჩენა, როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით;
- კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება;
- მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტს;
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- რთული სიტუაციების მართვის უნარი
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი"
შპს "ჰოუმჯინში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰოუმჯინის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.