Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

X8DGQRY6 Posted 13 Nov Views: 1

ასისტენტ-პედაგოგი

₾350 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

Montessori ELC ეძებს მოტივირებულ, შემოქმედებით და პასუხისმგებლიან პედაგოგს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც ჩაატარებს საინტერესო, თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო სესიებს 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ვაკანსია: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე) ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ისაკაძის ქუჩა №53 ასაკობრივი ჯგუფი: 3 - 6 წლის ბავშვები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, მინიმუმ 4 საათი, მაქსიმუმ 8 საათი დღეში ანაზღაურება: ნახევარ განაკვეთზე - 350 ლარიდან; სრულ განაკვეთზე - 750 ლარიდან

ვის ვეძებთ:

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც გულწრფელად იზიარებს მონტეროსორის ღირებულებებს და პატივს სცემს მონტესორის მეთოდისა და ჰუმანურ, ბავშვზე ორიენტირებული განათლების პრინციპებს. გვჯერა, რომ ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ პატივისცემასა და მზრუნველობაზე დაფუძნებულ გარემოში - შინაარსიანი გამოცდილების, თამაშის, კვლევისა და ურთიერთქმედების გზით.

ძირითადი მოვალეობები

  • მონტესორის საგანმანათლებლო გარემოში მუშაობა 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან;
  • საინტერესო, სახალისო და ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • რეალისტური მინიატიურული ფიგურების, სურათებიანი ბარათების, თითების თამაშების (fingerplays), ლექსების, სიმღერებისა და ტრადიციული თამაშების გამოყენება ბავშვების სწავლის პროცესის ხელშესაწყობად;
  • სტრუქტურირებული თემატური სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილის გეგმის თანმიმდევრულად დაცვა;
  • თითოეული სესიისთვის საჭირო მასალების დამოუკიდებლად მოძიება, შერჩევა და მომზადება;
  • აქტივობების ადაპტირება ბავშვების განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, თემატური გეგმის მიზნების შენარჩუნებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გულწრფელი ინტერესი მონტესორის განათლებისა და ჰუმანური პედაგოგიური მიდგომების მიმართ;
  • 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (ძალიან სასურველია);
  • შემოქმედებითობა, ინიციატივის გამოჩენა და თამაშის გზით სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა და თემატური გეგმის თანმიმდევრულად შესრულების უნარი;
  • სასწავლო მასალების დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევისა და მომზადების უნარი;
  • Native speakers მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა - აპლიკანტმა განაცხადში უნდა მიუთითოს მშობლიური ენა, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე.

რას გთავაზობთ

  • თბილ, პატივისცემაზე დაფუძნებულ და ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს;
  • შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბავშვების სწავლასა და განვითარებაში;
  • ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • ყოველთვიურ ანაზღაურებას.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გაიგეთ მეტი Montessori ELC-ის შესახებ ჩვენს Instagram გვერდზე: https://www.instagram.com/montessori.tbilisi

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენს შესახებ ინფორმაცია, რელევანტური სამუშაო გამოცდილება და ენების ცოდნის დონე - როგორც მშობლიური, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე. სათაურის ველში მიუთითეთ: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე).

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post