ოფისის მენეჯერი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა) სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება, დაარქივება და კონტროლი;
- ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერილობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;
- თათბირებისა და დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაწილეებისთვის დროის და დღის წესრიგის გაცნობა);
- შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- თანამშრომლებისა და დირექტორატის მივლინებების ორგანიზება: სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება, თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა;
- თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, დაზღვევის პოლისების მართვა;
- კომპანიის მომარაგება ტექნიკური, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით. მათი მიღება, კონტროლი, შენახვა და გაცემა;
- საოფისე ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების მდგომარეობის კონტროლი. რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა პრობლემის აღმოსაფხვრელად;
- ოფისის ინტერიერის და ექსტერიერის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
- მენეჯმენტისა და სტუმრების ყავითა და ჩაით უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
- კომუნიკაციის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.