მიმღები
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან;
- კლინიკის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
- სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება
- სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება
- საჭირო დოკუმენტაციის (ამბულატორიული ბარათი, ინვოისი, ვაუჩერი, საგარანტიო წერილი, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა.) წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება;
- კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება და საჭირო ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე ატვირთვა);
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს
სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.