Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

CW29KCSM Posted 10 Nov Views: 0

მდგრადობისა და ESG მენეჯერი

Negotiable Apply by 11 Dec
Sign in and apply

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მდგრადობისა და ESG მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30; ანაზღაურება: 5000 Net.

ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • დამტკიცებული მდგრადობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია კომპანიის ძირითად გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მიმართულებებში;
  • სტრატეგიული პრიორიტეტების ასახვა წლიურ და მრავალწლიან სამოქმედო გეგმებში;
  • დამტკიცებული აქტივობების შესრულების კონტროლი შესაბამის დეპარტამენტებსა და ბიზნესერთეულებში;
  • სამოქმედო გეგმის განხორციელების ხარვეზების, ხელისშემშლელი ფაქტორებისა და დამატებითი რესურსების საჭიროების დროული გამოვლენა;
  • პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება, შეთანხმებული ინიციატივებისა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა-მონიტორინგი;
  • ESG და მდგრადი განვითარების საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობა გარემოსდაცვის, შრომის უსაფრთხოების, შესყიდვების, ადამიანური რესურსებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტებთან;
  • ESG ინდიკატორთა სისტემის (KPI) მართვა და შესრულების მონიტორინგი დამტკიცებული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • ESG მონაცემების შეგროვება, მონაცემთა უზუსტობების გამოვლენა და მათ გასწორება/დაზუსტებაზე კოორდინაცია;
  • მდგრადი განვითარების წლიური ანგარიშგების (Sustainability Reporting) პროცესის კოორდინაცია;
  • მდგრადობასთან დაკავშირებული პოლიტიკების, შიდა სტანდარტებისა და მართვის სისტემების შემუშავების, გადახედვისა და ეტაპობრივი დანერგვის ხელშეწყობა;
  • შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობის (Compliance) მონიტორინგი;
  • დაინტერესებულ მხარეებთან (თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, მარეგულირებლები და ა.შ.) კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესის მხარდაჭერა;
  • მენეჯმენტისა და უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მდგრადობის, ESG-ის, გარემოსდაცვითი ან სოციალური მაჩვენებლების, კორპორაციული სტრატეგიის, ანგარიშგების, რისკების, შესაბამისობის, მართვის სისტემების ან მონათესავე საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში;
  • სასურველია — ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, კომუნალური, ინფრასტრუქტურის ან საცალო ვაჭრობის სექტორებში გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის ან მონათესავე დარგში;
  • ინგლისური ენის ცოდნა — C1/C2 დონეზე;
  • სასურველია სერტიფიკატები გარემოს დაცვის, HSE მიმართულებით;
  • კლიმატის, სათბური გაზების ემისიების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, პერსონალის, შესყიდვების, მომხმარებელთა და თემთან დაკავშირებული ESG თემების ზოგადი გაგება.

პიროვნული თვისებები და უნარები

  • ძლიერი საკოორდინაციო და პროექტების მართვის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და ყურადღება მონაცემთა ხარისხისა და დამადასტურებელი მტკიცებულებებისადმი;
  • გონივრული განსჯა პრიორიტეტების, განხორციელებადობისა და ორგანიზაციული მზაობის საკითხებში;
  • მკაფიო პროფესიული წერის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV), გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ "მდგრადობის და ESG მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post