Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

FDVTGRKH Posted 11 Nov Views: 0

პრობლემური სესხების ოფიცერი / მოძრავი ქონება - დასავლეთ საქართველო

Negotiable Apply by 1 Dec
Continue to the original listing ↗
Insurance · in the ad

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხების ოფიცერი (მოძრავი ქონება)

პოზიცია: პრობლემური სესხების ოფიცერი (მოძრავი ქონება) სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველო

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის
  • ღირებულებებს.

ძირითადი ფუნქცია

  • პრობლემურ ავტო სესხზე დაგირავებული და სააღსრულებო ბიუროს მიერ ძებნა-დაკავებაზე ასახული ავტომანქანის (გირავნობის საგნის) მოძიება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა;
  • მოსაძიებელი ავტომანქანის ფაქტობრივი მფლობელის და ავტომანქანის ადგილსამყოფელის დადგენა ლეგალური გზებით, მათ შორის დამგირავებლის/მსესხებლის გამოკითხვის გზით.
  • დაგირავებული ავტომანქანის მესაკუთრესთან, გირავნობის საგნის ნებაყოფლობით გადმოცემის მიზნით მოლაპარაკების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე ევაკუირების ორგანიზება.
  • დაგირავებული ავტომანქანის მოძიება და ადგილზე პოლიციის გამოძახება, შემდგომში ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის მიზნით.
  • ავტომანქანის ადგილსამყოფელის შესახებ აღმასრულებლისათვის ინფორმაციის მიწოდება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
  • სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, აღმასრულებლად, პოლიციის ორგანოებში ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა სამუშაო საათების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი , 2026 წელი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი

კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post