RS.ge-ის დამხმარე ოპერატორი
შპს "მეტალ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას RS.ge-ის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს ჩვენს გუნდში.
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ელიავას ბაზრობა, მაღაზია №46
- გრაფიკი: 09:30/10:00-18:00
- დასვენების დღეები: შეთანხმებით
- ხელფასი: 1000 ლარი (ფიქსირებული)
ძირითადი მოვალეობები:
- RS.ge-ის სისტემაში სასაქონლო ზედნადებებისა და დოკუმენტაციის გაფორმება;
- მონაცემების დამუშავება და აღრიცხვა, ინვოისების მომზადება.
- ყოველდღიური საოფისე საქმიანობის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
- კომპიუტერისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა და სწავლის სურვილი.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის! RS.ge-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. კომპანია მზად არის, შერჩეულ კანდიდატს ადგილზე შეასწავლოს სამუშაო პროცესები.
რას გთავაზობთ?
სტაბილურ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV:
ტელეფონი (WhatsApp / Viber)
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.