9,428 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BCAW1D42 Posted 24 Oct Views: 0

საუზმის შეფი

Sign in and apply
Negotiable Apply by 7 Nov

სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის შეფის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საუზმის დაგეგმვა და მართვა - სასტუმროს დატვირთვისა და სტუმრების რაოდენობის შესაბამისად საუზმის მომზადებისა და სერვისის სრული პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი.
  • საუზმის გუნდის მართვა და კოორდინაცია - თანამშრომლების სამუშაოს, პოზიციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, მუშაობის ხარისხისა და დისციპლინის კონტროლი, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია და გუნდის განვითარება.
  • საუზმის მენიუსა და ასორტიმენტის მართვა - მრავალფეროვანი და ხარისხიანი საუზმის მენიუს დაგეგმვაში მონაწილეობა, ახალი და სეზონური კერძების შემუშავება და სტუმრების მოთხოვნებზე მორგება.
  • საკვების ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი - კერძების გემოს, ხარისხის, ტემპერატურის, პორციისა და ვიზუალური პრეზენტაციის კონტროლი და სასტუმროს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • ბუფეტის მართვა და სტუმრების მოთხოვნების უზრუნველყოფა - საუზმის ბუფეტის დროული მომზადებისა და უწყვეტი შევსების კონტროლი, ასევე სტუმრების ინდივიდუალური და სპეციალური კვებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
  • პროდუქციისა და მარაგების მართვა - საუზმისთვის საჭირო ნედლეულის რაოდენობის დაგეგმვა, მარაგების კონტროლი, პროდუქციის სწორად შენახვისა და FIFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა.
  • ხარჯებისა და საკვები ნარჩენების კონტროლი - Food Cost-ის, პორციების, პროდუქციის მოხმარებისა და საკვები ნარჩენების მონიტორინგი, დანაკარგების შემცირებისა და ოპერაციის ხარჯთეფექტურობის უზრუნველყოფა.
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კონტროლი - HACCP-ის, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების, პროდუქციის შენახვის პირობებისა და ტემპერატურული რეჟიმების დაცვის კონტროლი.
  • სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა და ანგარიშგება - Front Office, F&B, Housekeeping და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია, საუზმის დატვირთვისა და საოპერაციო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო ანგარიშგების მომზადება.
  • შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესება - სტუმრების უკუკავშირის, საჩივრების, გუნდის მუშაობის, ხარისხის, ხარჯებისა და ოპერაციული მაჩვენებლების ანალიზი და პროცესების მუდმივი გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება.

სავალდებულოა:

  • საუზმის შეფის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • HASP-ის სტანდარტების ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 07:00-15:00 (ორ დასვენების დღეს ირჩევს თვითონ). ანაზღაურება: 2500 NET-დან, კომპეტენციებიდან გამომდინარე.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმის გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და და დავამუშავებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post